შაქარაშვილის საქმე - ხუთი დაკავებულის პროცესი

10 სექტემბერი 2020, 12:37 1473 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს მცხეთის რაიონულ სასამართლოში. დღეს სასამართლომ მტკიცებულებათა ნუსხა უნდა დაამტკიცოს. პროკურატურა ირწმუნება რომ დაკავებულების წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება აქვთ, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები ასევე მთავარი მტკიცებულება სავარაუდოდ გლდანის ციხეში, საკნებში ჩაწერილი ვიდეო მასალა იქნება.

დაცვის მხარე კი ამბობს რომ დაკავებულების წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს და ვიდეო მასალის ავთენტურობასაც ეჭვქვეშ აყენებს, ასევე არ არის გამორიცხული რომ დაზარალებული გიორგი ქათამაძის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყოს, თუმცა რატომ დღეს ბრალდების მხარეს არ დაუკონკრეტებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში