22-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

10 სექტემბერი 2020, 13:49 5346 ნახვა

ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასწავლო დაწესებულების  დირექტორის თქმით, მასწავლებელი სკოლაში ბოლოს, პარასკევს, 5 სექტემბერს იმყოფებოდა. ბიბლიოთეკიდან წიგნები გაიტანა.  გიორგი რუხაძის განმარტებით, სახელმძღვანელოები მოსწავლეებისთვის ჯერ არ დაურიგებია.

დირექტორი ყვება, რომ ინფიცირებულ პედაგოგს მშობლებთან და ბავშვებთან შეხება არ ჰქონია, კონტაქტში იყო მხოლოდ  რამდენიმე პედაგოგთან.

დღეს სკოლა დაკეტილია და ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად სპეციალისტებს ელოდებიან. ყველა პედაგოგი პისიარ ტესტირებას იტარებს, პასუხები კი მომდევნო ორი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. 

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ბათუმში კიდევ ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც ორ სკოლაში მუშაობდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში