ბათუმში სხვადასხვა დაწესებულებებში რეკომენდაციების დაცვის კონტროლი და აღსრულების მექანიზმი მკაცრდება

10 სექტემბერი 2020, 14:36 2184 ნახვა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბათუმში იმყოფება. ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ​დღეიდან რეგულაციების ახალი ტალღა ამოქმედდა, რომელიც სოციალურ ღონისძიებებზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. ძლიერდება აღსრულების მექანიზმიც. მისივე განცხადებით, პროცესებში ჩაერთვებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები. 

ბექა ფერაძის თქმით, აჭარა საყურადღებო ზონაა და კონტროლი უნდა გამკაცრდეს. 

''მომდევნო დღებში განმავლობაში აქტიურად მოხდეს რეკომენდაციების შესრულება კონტროლი. ბოლო დღეებში მაღალია ინფიცირებულების რაოდენობა და აჭარა არის საყურადღებო, ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისმიერმა მოქალაქემ აიღოს პასუხიმგებლობა და სერიოზულად მოეკიდოს საკითხს. 

აღსრულების ნაწილი არის გასაძლიერებელი და სწორედ ამიტომ ვარ აქ. დარღვევები შეიძლება იყოს სხვადსხვა ადგილას, სადაც ადამიანების თავშეყრაა. ეს შეიძლება იყოს კვების და განთავსების ობიექტები. მათ შორის ქსელური მარკეტები. შევაფასებთ რისკები და მივიღეთ გადაწყვეტილება მკაცრად შემოწმდეს ობიექტები. 

მობილიზებას წინ უძღვოდა არაერთი გაფრთხილება. 70-მდე ობიექტი მრავალგზის გაფრთხილების შემდგომ დაჯარიმდა. მივედით იმ კრიტიკული აუცილებლობის წინაშე, რომ გამოვიყენოთ საჯარიმო სანქციები.

ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის, ჩვენი თვითმიზანია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული. რაც შეეხება რესურს, წარმოდგენილია სხვადასხვა უწყებები და გვაქვს საკმარისი რესურსი რომ მოვიცვათ და შევამოწმოთ ის ობიექტები, სადაც ფიქსირდება ადამიანთა მასიური თავშეყრა. სამწუხაროდ, ვნახეთ რომ მასშტაბური, ხალხმრავალი ღონისძიებები იმართებოდა, სახელმწიფო მიესალმება, ზოგადად ადამიანების ქორწინებას, მაგრამ ახლა, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი რომ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდეს“,- განაცხადა ფერაძემ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი დროებით მასობრივი ღონისძიებები არ უნდა ჩატარდეს, რადგან ეპიდემიოლოგიურად რისკის შემცვლელია. 

''თქვენ იცით, რომ დახურულ სივრცეში არ იყო დაშვებული ქორწილებისა და ქელეხების გამართვა რამდენიმე ბიზნესსუბიქტი მაინც ატარებდა და დაჯარიმდა. ასევე გამოყენებული იქნა სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის სანქცირება. თუ ვინმემ ასეთი გამოსავალი იპოვა არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება მიიღო, ბუნებრივია გატარდება შესაბამისი ღონისძიებები'' - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით, ბათუმშიც დაჯარიმებულია რამდენიმე ობიექტი. ჯარიმა იურიდიული პირისთვის 10 000 ლარია, ფიზიკურისთის კი 2 000, განმეორებითი ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში