დავაჯარიმეთ ორი სარიტუალო დარბაზი, სადაც ქორწილი იმართებოდა - აჭარის პოლიციის უფროსი

10 სექტემბერი 2020, 15:04 4211 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით,  დაჯარიმდა ორი სარიტუალო დარბაზი, სადაც სოციალური თავშეყრის რაოდენობა იყო დარღვეული და ორივე მათგანს საჯარიმო ოქმი გამოეწერა. ამის შესახებ კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის მთავრობაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კონსტანტინე ანანიაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ობიექტები დაჯარიმდნენ. საუბრისას აღნიშნა, რომ დაჯარიმდა სარიტუალო დარბაზები, სადაც ქორწილი იმართებოდა.

"გვქონდა სამუშაო შეხვედრა სადაც განვიხილეთ ის პრობლემური საკითხები რაც დღეს არის როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე აჭარაში. მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესსუბიქეტს დაიცვან მაქსიმალურად დადგენილი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მკაცრ მონიტორინგს განვახორციელებთ და იძულებულნი ვიქნებით გარკვეული სანქციებიც გამოვიყენოთ.

დღეის მდგომარეობით დაჯარიმდა 2 ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სოციალური თავშეყრის რაოდენობა. ორივე სარიტუალო დარბაზია, სადაც იმართებოდა საქორწილო ცერემონია. 

რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათ არაერთი გაფრთხილება მიეცათ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით"-განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში