ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა 

10 სექტემბერი 2020, 17:03 1491 ნახვა

ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანამშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორის მოადგილე. ნათია ხაზარაძის თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან. როგორც დირექტორის მოადგილე აღნიშნავს ამ დროისთვის სიმპტომი არავის აქვთ.

სავარაუდოდ ინფიცირების წყარო თბილისში გამართული ქორწილია. 

 

 

ფოტო: არქივი

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში