საუბნო კომისიის წევრობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა

10 სექტემბერი 2020, 18:23 1351 ნახვა

საუბნო კომისიის წევრობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულებულია. ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 25 200 ადამიანი. მათგან საუბნო საარჩევნო კომისიებმა 21 ათას 942 უნდა შეარჩიონ, მონაცემების შესახებ განცხადება ცესკოში ბრიფინგზე გაკეთდა. ოლქები უბნის კომისიის წევრების შერჩევას ხვალიდან დაიწყებენ. ვადა 15 სექტემბრამდე აქვთ. თითო უბანზე 6 დამოუკიდებელი წევრი უნდა აირჩიონ. რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის ძირითად შემადგენლობას წარმოადგენს.

კომისიის წევრს 12 კაციანი საოლქო კომისიიდან უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. მათგან 3 კი ძირითადი შემადგენლობიდან უნდა იყოს. ამოქმედდა ახალი ნორმა, რომლითაც კანდიდატი საოლქო კომისიის წევრთან ნათესაურ კავშირში არ უნდა იყოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში