ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - 27 ახალი შემთხვევა აჭარაში

10 სექტემბერი 2020, 18:14 957 ნახვა

კორონავირუსი დაუდგინდა ბათუმის პორტის თანამშრომელს, ასევე დაინფიცირებულთა შორისაა ,,ელიტ ელექტრონიქსის“ ბათუმის ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალის თანამშრომელი.

ყველა თანამშრომელს უკვე ჩაუტარდა ტესტირება, ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მაღაზიის სრული დეზინფექცია.

კორონავირუსი აჭარაში კიდევ ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.

ინფიცირებულებს შორისაა ასევე ერთ-ერთი სახელოვნებო სკოლის მასწავლებელიც. დადასტურდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმის ინფიცირების ფაქტიც. ვირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდა ასევე წვეულებათა სახლში.

27 ახალი ინფიცირებულია დღეს აჭარაში და 16 ის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები იკვლევენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში