ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორბელსა და ლაჯანაში საველე კარვები მოეწყო

11 სექტემბერი 2020, 10:03 1207 ნახვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში საველე კარვები მოეწყო. შსს-ს ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგს პოლიცია უწყვეტ რეჯიმში აგრძელებდა. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად ეხმარებიან.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება.

პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს უწევს მონიტორინგს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ არის შეზღუდული და არც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ ამოქმედებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში