აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11 სექტემბერი 2020, 10:55 1799 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში მოქმედ ლაბორატორიებში დასრულდა 2658 ნიმუშის კვლევა, აქედან დადასტურდა 39 ახალი შემთხვევა.

უწყების განცხადებით, საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 146 პაციენტი, 26 პაციენტი იმყოფება კარანტინში მეთვალყურეობაზე.

"რესპუბლიკურში მკურნალობას გადის 146 პაციენტი, გუშინ 8 პაციენტი გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში სადაც მიმდინარეობს მათი დაკვირვება და მონიტორინგი. ისინი არიან სადღეღამისო დაკვირვების ქვეშ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად გამოჯანმრთელების ფაზაში არიან.

ორი განულებული ტესტირება 24 საათიანი შუალედით მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მათ დატოვონ კლინიკა.

მიმართვიანობა პოლიკლინიკურ ქსელში კვლავ გრძელდება, გუშინ ჩატარებული იყო 600-ზე მეტი ტესტი, კარვები ისევ ფუნქციონირებს და იქ დაახლოებით 1600 ტესტია ჩატარებული"-განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

მათივე ინფორმაციით,  პოლიკლინიკებში აღებულია 604 ახალი ნიმუში, კარვებში 1561 ნიმუში.  სულ კარანტინში იმყოფება 2450 პირი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი  მოქალაქეებს მოუწოდებს თუ აქვთ მცირედ გამოხატული სიმპტომატიკა უნდა დაუკავშირდნენ 112-ს და გადავიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში. რუსუდან შავიშვილის განცხადებით,  ამ საკითხის თვითრეგულაციის მაღალ დონეზე აყვანა უნდა მოხდეს.

"ვინაიდან ამ დროისათვის კლინიკებში უფრო მეტი პაციენტი ასიმპტომური და მსუბუქად მიმდინარეა, ამიტომ პროტოკოლის მიხედვით გადაიხედება ასეთი პაციენტების მართვის პროტოკოლი. 

კლინიკები არ დაიხურება ისინი იქნება გადასული სხვა მართვის სისტემაზე იქ შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში"-განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში