ქუთაისში covid-19 დაუდასტურდა ექიმს, რომელიც რეანიმაციის ბლოკში მუშაობდა

11 სექტემბერი 2020, 12:07 1377 ნახვა

კორონავირუსი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, მედიკოსი რეანიმაციის ბლოკში მუშაობდა. შესაბამისად მას უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან ჰქონდა შეხება.

ინფორმაციას მედიცინის ცენტრში ადასტურებენ, თუმცა ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

არსებული ინფორმაციით, 15 მედიკოსი თვითიზოლაციაში უკვე იმყოფება. ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუშიდან 28 პასუხი დადებითია. უმეტესობა 32-ე სკოლის პედაგოგთა კლასტერია.

კორონა ვირურის გუშინ დაუდგინა მერიის ააიპი სამსახურის თანამშრომელსაც.

იგეგმება თუა რა ქალაქის ჩაკეტვა? ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება. ქალაქის ცენტრალურ ბაღში კი ტესტირების ჩასატარებლად კარავია გაშლილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში