ბათუმში ორი სასტუმრო, სამი სარიტუალო დარბაზი და 7 ქსელური მაღაზია 10000 - 10000 ლარით დაჯარიმდა

11 სექტემბერი 2020, 13:14 7843 ნახვა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბათუმში იმყოფება. ბექა ფერაძემ პირადად არის ჩართული ზედამხედველობის პროცესში და აქტიურად მიმდინარეობს ობიექტების შემოწმება. მისი ინფორმაციით, ბათუმში ორი სასტუმრო, სამი სარიტუალო დარბაზი და 7 ქსელური მაღაზია 10 000- 10 000 ლარით დაჯარიმდა. 

სარიტუალო დარბაზებში აკრძალვების მიუხედავად სხვადასხვა ღონისძიება გადაიხადეს, მათ შორის ქორწილი და ქელეხი. 

რაც შეეხება სასტუმროებს, შემოწმებული რვა ობიექტიდან 2 ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა. 

''გუშინ აქტიურად დავიწყეთ აჭარაში ზედამხედველობა სხვადსხვა ობიექტზე. შრომის ინსპექციის და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით შევამოწმეთ ქსელური მარკეტები, 8-დან შვიდი დაჯარიმდა და მათი სახელებს დღეს შრომის ინპექციის გვერდზე გამოვაქვეყნებთ. 

ასევე 8 სასტუმრო გადავამოწმეთ, საიდანაც ორმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და 10 000 ლარით დაჯარიმდა. 

დადგინდა, რომ სამმა სარიტუალო დარბაზმა აკრძალვების მიუხედავად ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიება, რის გამოც დაჯარიმდნენ. 

მისასალმებელია, რომ 17 დარბაზმა გაითვალისწინა მოთხოვნა და რა ღონისძიებაც ქონდათ დაგეგმილი იყო ეს ქორწილი, ქელეხი თუ იუბილე - გააუქმა. 

ასევე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებით 500 ობიექტის გაფრთხილება და ინფორმირება მოხდა. გუშინ გეგმიური ინსპექტირება განხორციელდა 30 კვების ობიექტზე, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე და ბათუმის სხვა წერტილებში მდებარეობს. ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ რეკომენდაციებს. ​დღეს ასევე გრძელდება ზედამხედველობა. შემოწმებული იქნება ისეთი ობიექტები. სადაც ადამინების დიდი კონცენტრირებაა'' - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

 

 

 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში