თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი კლასებში პირველ ოქტომბერს დაიწყება

11 სექტემბერი 2020, 15:15 2220 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით, ორი კვირით სასწვალო პროცესი დიდ ქალაქებში გადაიდება. ესენია: თბილისი,  ქუთაისი,  რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი.

გიორგი გახარიას თქმით, ამ ქალაქებში ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად სასწავლო პროცესი  კლასებში 1 ოქტომბერს დაიწყება, მანამ კი სწავლა ონალინ განახლდება. ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი ნებისმიერი, ისევე როგორც უმაღლეს დაწესებულებებში, ასევე სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება პირველი ოქტომბრიდან. ეს ყველაფერი საჭიროა, რომ სწორად შევაფასოთ ეპიდემიოლოგიური რისკები"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი არის ის, რომ ქალაქებში ადამიანების მობილობა მაღალია.

"დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა არის ბევრად უფრო მაღალი, ასევე ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით და არ მოხდეს სწავლის პროცესზე შეყოვნებები"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2000-ზე მეტი პედაგოგი აჭარაშია ნამყოფი, რომელთა ტესტირებაც მოხდება.

"დაახლოებით 2100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე, ყველა აღრიცხული გვყავს უკვე, ყველას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაციები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს აქვთ სიები, ჩვენ განათლების სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ყველა მათი ტესტირება მოხდება დღეს, ხვალ, ზეგ"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში