აჭარა მეორე ტურის მოლოდინში

09 ოქტომბერი 2016, 00:00 4165 ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, შესაძლოა აჭარის 6-ვე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართოს. იურისტების განმარტებით, იმ შემთხევვაში, თუკი განმეორებითი კენჭისყრა ერთ ოლქში მაინც ჩაინიშნება, უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა არჩევნების საბოლოოდ დასრულებამდე ვერ შეიკრიბება. ეს ვადა კი შეიძლება ნოემბრამდე  გადაიწიოს. მეორე ტური 25 დღის ვადაში ჩატარდება, რომლის შემაჯამებელი ოქმიც უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებიდან მეცხრამეტე დღეს უნდა გამოაქვეყნოს. უმაღლეს საბჭოში პირველი სხდომა სწორედ ამ პროცედურების შემდეგ ჩატარდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში