რა ხდება ბათუმის ტრანსპორტში

11 სექტემბერი 2020, 20:55 2911 ნახვა

ტრანსპორტი, და განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვირუსის გავრცელების ვექტორია. დახურული სივრცე, ნაკლები განიავება, დისტანციის დაუცველობა.

კვებისა და განთავსების ობიექტებში, ასევე სარიტუალო დარბაზებში გეგმიური ინსპექტირების შემდეგ მონიტორინგი გაგრძელება ბაზრობებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტში.

საზედამხედველო უწყებებმა ჯამში 13 დაწესებულება, მათ შორის ქსელური მარკეტები კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმეს.

გაუარესებულ ეპიდვითარებაზე იმსჯელეს მერიაშიც. როგორც სამუშაო შეხვედრაზე განაცხადეს მთავარი აქცენტი რეგულაციების აღსრულებაზე კეთდება, მკაცრდება მონიტორინგი.

მათი თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და საქალაქო მიკროავტობუსებში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები.

მგზავრებს მოუწოდებენ არ გადაადგილდნენ პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში