"მედალფას" თანამშრომელთა ნაწილი ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარს ამბობს

12 სექტემბერი 2020, 15:05 1761 ნახვა

ბათუმში კლინიკა "მედალფას" თანამშრომელთა ნაწილი კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარს აცხადებს. მედიკოსები ანაზღაურების გაზრდასა და შესაბამისი პირობების  შექმნას ითხოვენ. ამბობენ, რომ პანდემიის დროს,  2 თვის განმავლობაში რთულ რეჟიმში  მუშაობდნენ, რისთვისაც  დანამატიც კი არ აუღიათ. მიაჩნიათ, რომ ახლა სხვა კლინიკებმა  უნდა აიღონ კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაზე პასუხისმგებლობა. კლინიკა „მედალფას“ დირექტორი მედიკოსების ამგვარ ქმედებას არაპროფესიონალიზმს უწოდებს და ამბობს, რომ თანამშრომლებთან თავიდანვე ჰქონდათ შეთანხმებული,  რომ სტანდარტულ ხელფასზე იმუშავებდნენ.

ინგა ხოზრევანიძის თქმით,  რამდენიმე კერძო კომპანიამ  მათ დანამატი ჩაურიცხა. ხოზრევანიძე ამბობს, რომ თუ თუ სამედიცინო პერსონალი  საბოლოოდ უარს იტყვის  კორონავირუსით  ინფიცირებულებთან  მუშაობაზე, მათ ახალი თანამშრომლებით ჩაანაცვლებენ. თავად კლინიკის დირექტორიც ითხოვს სახელმწიფოსგან დახმარებას სხვა მულტიპროფილურ კლინიკებში გადაანაწილონ მათი სპეციალისტები რომლებსაც ვიწრო პროფილი აქვთ და კოვიდინფექციის დროს უმუშევრები რჩებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში