ქედაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერი გამოცხადდა

13 სექტემბერი 2020, 13:16 1363 ნახვა

პანდემიის შემდეგ ქედაში   სხვადასხვა  ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერი პირველად გამოცხადდა. თვითმმართველობა  23 ობიექტზე გეგმავს სამუშაოების ჩატარებას. 

სოფელ აქუცასა და დანდალოში ხიდების მშენებლობა იგეგმება, ხოლო  ქედის ცენტრალურ სტადიონს  რეაბილიტაცია   ჩაუტარდება.  გარდა ამისა   ცენტრალური პარკი მოწესრიგდება , თუმცა პროექტის დასრულება ორი წლის შემდეგ იგეგმება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში