გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

13 სექტემბერი 2020, 13:13 1124 ნახვა

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, გედევან ფოფხაძეს ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა“, - აცხადებენ პარტიაში.

პარტიაში აცხადებენ, რომ  „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

შეგეხსენებთ, ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში