დაკავება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით

13 სექტემბერი 2020, 15:45 1498 ნახვა

პოლიციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 ივნისს ბრალდებულმა უნებართვოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სარგებლობაში არსებულ, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, სადაც მოქალაქეს მიბმული ჰქონდა "საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათი.

ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან ბარათზე უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში