ცოცხალი ჯაჭვი სოლიდარობის ნიშნად

13 სექტემბერი 2020, 15:46 1261 ნახვა

ცოცხალი ჯაჭვი ევროპის მოედანზე. ბელარუსში მიმდინარე პროცესებს  ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა  და ქალთა ორგანიზაციებმა. აქციის მონაწილეების თქმით,  თავისუფლებისა  დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ წასვლა დაუშვებელია და  ხელისუფლებამ  საკუთარი მოსახლეობის არჩევანს პატივი უნდა სცეს.

ცნობისთვის,  ბელარუსში 9 აგვისტოდან საპროტესტო აქციები არ წყდება.- მას შემდეგ რაც  საპრეზიდენტო  არჩევნებში გამარჯვებული ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. ბელარუსის მედიის ცნობით, დააკავეს  დემონსტრაციის მონაწილეები, რომლებიც   „ქალების მარშს“ შეურთდნენ.  ერთი თვეა  აქციის მონაწილეები ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში