ეს არის შიდა გავრცელება - რუსუდან შავიშვილი აჭარაში დაფიქსირებულ 108 შემთხვევაზე 

14 სექტემბერი 2020, 11:22 2521 ნახვა

დღეს, 14 სექტემბერს აჭარაში კორონავირუსი კიდევ 108 მოქალაქეს დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კლასტერებზე საუბარი შეუძლებელია, რადგან ეს უკვე შიდა გავრცელებაა. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

ინფიცირებულებს შორის არიან სხვადსხვა ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის ექიმებიც, ინდმეწარმეები და ასევე მოქალაქეები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და ბევრ ადამიანთან შეხება არ აქვთ. 

''კლასტერებზე ვეღარ ვილაპარაკებთ, უკვე არის გავრცელება. საზოგადოების სხვადასხვა ფენაშია გასული. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის შიდა გავრცელება. წყაროები ზოგან ნაცნობია ზოგიერთ შემთხვევაში კი არ ვიცით.  

​კლასტერი მოიაზრება, როცა არის ინდექს პაციენტი და ბევრი კონტაქტირებული პირი, ახლა იკვეთება შემთხვევები, როცა ვირუსი დაუფიქისრდათ მცირე წარმოებაში დასაქმებულებს, სადაც ორი პირი მუშაობს, ასევე ინდმეწარმეა. პირს, რომელიც მარტო ცხოვრობს. ამიტომ კლასტერებზე საუბარი რთულია'' - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხულოში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, შემთხვევა მაღალმთიან აჭარაში ნამდვილად არის და საკითხს იკვლევენ. სხვა დეტალებზე ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს არ უსაუბრია. 

ინფიცირებულებს შორის ხუთი არასრულწლოვანია.

14 სექტემბრის მონაცემებით, სტაციონარში მკურნალობს  238 პაციენტი. -კოვიდ კარანტინში კი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 97 მოქალაქე. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში