დღეიდან კარანტინის ვადა 8 დღემდე მცირდება

15 სექტემბერი 2020, 10:31 1574 ნახვა

დღეიდან, 15 სექტმებრიდან  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კარანტინის ვადა 8 დღემდე მცირდება. ასევე ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეებს დღეიდან საქართველოში შემოსვლისას კორონავირუსზე პისიარტესტის პასუხის წარმოდგენა მოუწევთ. 

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კარანტინის ვადა იზღუდება რვა დღემდე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია აღნიშნულთან მიმართებით. აქვე მოგახსენებთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც ნაცვალგების ქვეყნის მოქალაქეა, ხვალიდან საქართველოში შეძლებს საზღვრის კვეთას კარანტინის გარეშე, თუკი წარმოადგენს 72 საათის ვალიდურობის მქონე პისიარტესტს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი რეგულაცია 5 ქვეყნისთვის იმოქმედებს ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარტესტის პასუხი, ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ პისიარტესტირება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში