ბათუმის მოხუცთა თავშესაფრიდან გადაყვანილ პაციენტებს ქუთაისის კლინიკაში მკურნალობენ

15 სექტემბერი 2020, 13:22 1395 ნახვა

ბოლო 24 საათში ქუთაისში კოვიდ 19-ის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება. ამ ეტაპზე ქალაქში კოვიდინფიცირებულებს ორ სივრცეში მკურნალობენ.

“კლინიკა ბომონდი”-ს სტაციონარში ამ დროისათვის დადასტურებული კოვიდ 19-ით 30 პაციენტი მკურნალობს. პაციენტებიდან 11 ბავშვი, ხოლო ერთი 35 კვირის ორსულია.

კლინიკის სტაციონარში არიან მოთავსებული აჭარიდან, ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი პაციენტებიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 13 ახალი პაციენტი დაემატა. ახალ პაციენტებს შორის ორი ცაგერიდანაა, ორი ბათუმიდან, ხოლო დანარჩენი ქუთაისიდან. კლინიკიდან გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული პირი.

ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობას 30 კოვიდინფიცირებული პირი აგრძელებს. კლინიკაში კიდევ 30 თავისუფალი ადგილია. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში