ნავალნი კომიდან გამოვიდა

15 სექტემბერი 2020, 19:49 1557 ნახვა

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი გამოჯანმრთელების გზას ადგას, კომიდან გამოსვლის შემდეგ ალექსეი ნავალნიმ პირველი განცხადება თავის ინსტაგრამ გვერდზე გააკეთა, ამბობს რომ თავს კარგად გრძნობს. გამოჯანმრთელებისთანავე რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.  ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში