სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე

15 სექტემბერი 2020, 21:08 1306 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ხუთმა პირმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.როგორც ადვოკატებმა განმარტეს, სასამართლო სხდომის მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ. კერძოდ, მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების განმარტებით, მოსამართლემ საქმიდან დაცვის მხარის იმაზე მეტი მტკიცებულება სცნო დაუშვებლად, რასაც პროკურატურა ითხოვდა.ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა სხდომა დატოვეს, მოსამართლემ შესვენება მოითხოვა და საბადრაგო სამსახურს ბრალდებულების პროცესზე დაბრუნება დაავალა. რაც შეეხება არასრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო პროცესს იგი გადაიდო, რადგან ზემოთ აღნიშნული მდგომარეობის გამო დრო გაიწელა და მოსამართლემ გაითვალისწინა ასაკიდან გამომდინარე მათთვის დამდგარი მდგომარეობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში