საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

16 სექტემბერი 2020, 10:31 2255 ნახვა

საქართველოში დღეს, 16 სექტემბერს,  კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758 -ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

განკურნებულთა რაოდენობა კი 31-ით გაიზარდა და 1 412-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

"ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების გადანაწილება ასეთია: აჭარა-ბათუმი 144 და ქობულეთი-1, თბილისში-29, იმერეთი-ქუთაისი 7 და საჩხერე-1, შიდა ქართლი, გორი-4, ქვემო ქართლი-გარდაბანი 3, გურიაში არის 4 შემთხვევა, ზემო სვანეთი სამეგრელო, ზუგდიდში 2, ფოთში 1, მცხეთა მთიანეთი 1.

გამოჯანმრთელებულია  ახალი 31 ახალი პაციენტი, ამ მონაცემებით 1313 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებსა და საკარანტინო სასტუმროებში"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში