ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ

16 სექტემბერი 2020, 14:10 3137 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი იმუშავებს.

"დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში, ასევე თერმოსკრინინგი იქნება ინტენსიური ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებზე, მოეწყობა სპეცილაური პუნქტები, რაზეც სპეციალური ოპერაციული შტაბი იმუშავებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ისინი დაექვემდებარებიან ტესტირებას"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში გამკაცრებული ღონისძიებები მონიტორინგის კუთხით.

"აჭარაში ჩატარდება გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე სხვადასხვა რეგიონში ტარდებოდა სადა იყო აფეთქების კერები.

იქნება უფრო მეტად გამკაცრებული მონიტორინგი ნიღბის ტარებაზე, დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში. განხორციელდება მონიტორინგი და დაწესებულებებს, რომლებსაც უკვე დიდი ხანია პერსონალის მონიტორინგი აქვთ დავალებული თერმოსკრინინგის კუთხით მოხდება მათი გადამოწმებაც. სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლა და გასვლა ბათუმში მკაცრად გაკონტროლდება"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში