აჭარაში მობილიზებულია 400-მდე საწოლი, მათი რაოდენობა კიდევ 170-ით გაიზრდება - ეკატერინე ტიკარაძე

16 სექტემბერი 2020, 14:36 1228 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 400-მდე საწოლი, 48 საათში კი მათი რაოდენობა კიდე 170-ით გაიზრდება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისინი პირველადი ჯანდაცვის რგოლის დახმარებით პაციენტების ბინაზე მკურნალობის საკითხსაც განიხილავენ

"აჭარაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 400-მდე საწოლი და 48 საათის განმავლობაში კიდევ დაემატება 170 საწოლი იმისათვის, რომ მოხდეს პაციენტების ნაკადის უწყვეტი მართვა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ გადავედით მკურნალობის ახალ პროტოკოლზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პაციენტების ნაწილი, რომლებსაც არ გააჩნიათ სიმპტომი ისინი მკურნალობას გაივლიან სასტუმროებში, როლებშიც განთავსებულია სამედიცინო პერსონალი და მათთან განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი.

ჩვენ ვიცით, რომ კოვიდინფექცია არ მიმდინარეობს უსიმპტომოდ და გართულების შემთხვევაში ისინი კვლავ დაბრუნდებიან სტაციონალში. თითოეული პაციენტის მიკვლევადობა და მათზე მონიტორინგი იქნება უწყვეტი და იქნებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ჩვენ განვიხილავთ დამატებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას, ასევე ბინაზე მკურნალობის საშუალებით"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში