ეპიდემიური ვითარება აჭარაში

17 სექტემბერი 2020, 21:04 1401 ნახვა

 

კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება. ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ ანონსებს. საქართველოში ვირუსის სამნიშნა მატებაა. რთული ვითარება კვლავ აჭარაში რჩება. COVID 19 - გასცდა ბათუმს და ააღწია მწვანე ზონაში, მთიან აჭარაში. ინფიცირებულ პაციენტებს რეგიონში 7 კლინიკა იღებს, საავადმყოფოში 345 -მდე ადამიანი მკურნალობს გაიზარდა. 187 ინფიცირებული კი კარანტინშია. აჭარაში არსებულ ვითარებას დღეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. მეორე დღეა, ბათუმის შესასვლელსა და გასასვლეში მოქალაქეებს ტემპერატურას უსინჯავენ

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში