ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

18 სექტემბერი 2020, 10:33 1477 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრი ლოკალიზებულია. ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე, ბუჩქებს და ეკალბარდს ეკიდა.

რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ მოხერხდა. სალოკალიზაციო სამუშაოებს ქარიც ართულებდა. 

უწყების ინფორმაციით, ცოცხალი ძალა ინდივიდუალური აღჭურვილობით აწარმოებდა ქრობის სამუშაოებს. 

ამ დროისთვის 30 მეხანძრე-მაშველი რჩება ხეობაში და აგრძელებს ცალკეული მხრჩოლავი კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს.

დამწვარია ორ ჰექტრამდე ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი. ცეცხლის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში