შუახევში სამედიცინო კლინიკის თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა 

18 სექტემბერი 2020, 14:16 2620 ნახვა

შუახევში კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფორმაციას კომპანია ''ევექსის'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ სხვა თანამშრომლებს პისიარ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. კვლევის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. 

კლინიკა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. 

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინა ''ევექსის'' ბათუმის ფილიალის სამ თანამშრომელსაც, რის გამო კლინიკა დროებით დაიკეტა. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში