ჯანდაცვის ყველა შესაბამისი ობიექტი მაქსიმალურად მზადაა, ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია - თორნიკე რიჟვაძე

18 სექტემბერი 2020, 21:01 1692 ნახვა

ვირუსი მართლაც ვერაგულად გვიტევს, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც ჩვენ ვაპირებთ დანებებას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს მზარდი დაინფიცირების შემთხვევები, ვითარება არის აბსოლუტურად მართვადი - აცხადებს, აჭარის მაუწყებლის ეთერში აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

"მთელი სამთავრობო ვერტიკალი მობილიზებულია, რომ შევძლოთ არსებული ვითარებაში მომატებული რისკების ეფექტური მართვა. საქართველოს მთავრობასა და საკოორდინაციო საბჭოსთან ყოველდღიურ რეჟიმში, მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც არსებულ ვითარებას ესაჭიროება. ჩვენი ჯანდაცვის სექტორი ყველა პაციენტის მიმართ ახორციელებს, როგორც სტაციონალური, ასევე სტაციონარის შემდგომი დაწესებულებებში შესაბამისი მკურნალობას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა რომ რეგიონში 500 მდე საწოლფონდია მობილიზებული.

"დღეს ჩვენ გვყავს 400 ზე მეტი პაციენტი, რომელთა აქტიური მართვაც ხორციელდება ახალი პროტოკოლით, მსუბუქი პაციენტების მართვა ხორციელდება სასტუმროებში რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მიუხედავად ძალიან დიდი და სწრაფი დატვირთვისა ჯანდაცვის სექტორზე, სიტუაცია ვმართოთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული არის, ამ რისკების შემცირებების და ზოგადად ეპიდკერის ლოკალიზების თვალსაზრისით, თუმცა ერთმნიშვნელოვნად სიტუაცია არის საყურადღებო, როგორც ჩვენს რეგიონში, მთელ ქვეყანაში და ასევე რა თქმა უნდა სხვა ქვეყნებშიც." - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში