რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი 2020, 15:11 1404 ნახვა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურამ კი დაკავებულის მიმართ აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. მერაბ ბესელიას ადვოკატის, განცხადებით, ბრალდებული მომხდარის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება, თუმცა, ბრალის ფორმულირებას არა.ცნობისთვის, მერაბ ბესელიას მორაგბე „შვიდკაცას“ კაპიტანის რამაზ ხარაზიშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.გამოძიება ბესელიას იარაღის უკანონო ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში