ბაჩალიაშვილის საქმე-დავით ფურცხვანიძე გამოიკითხა

20 სექტემბერი 2020, 11:56 1349 ნახვა

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის გამოკითხვით გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მისცა მას სატელიტური ფოტოები, რომელიც ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს გადასცა. დავით ფურცხვანიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის და არც პირადად იცნობს. როგორც პროკურორი აღნიშნავს, დავით ფურცხვანიძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები თამარ ბაჩალიაშვილის დედას გადაუგზავნა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში