კლინიკის დირექტორის პასუხი უკმაყოფილო პაციენტებს

20 სექტემბერი 2020, 18:28 1961 ნახვა

პაციენტების პრეტენზიები კოვიდის მკურნალობის პროცესზე. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც  ინფიცირებულები ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ, კლინიკაში მყოფებს კითხვები აქვთ მკურნალობის პროტოკოლთან და ბინაზე გაწერის პროცედურასთან დაკავშირებითაც. შენიშვნები აქვთ დაგვიანებულ დიაგნოსტირებაზეც. ქობულეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირებულებს, მათ შორის უსიმპტომო პაციენტებს პროტოკოლის შესაბამისად მკურნალობენ და ტესტირების პერიოდულობაც ამ წესებში არის განსაზღვრული. დირექტორის თქმით, რამდენიმე მათგანს გამოკვლევების შემდეგ გადაიყვანენ საკარანტინო ზონაში. მისივე განმარტებით, ჰიგიენური ნორმები  დაცულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში