საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

21 სექტემბერი 2020, 10:39 1859 ნახვა

დღეს, 21 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 1534-ს შეადგენს. 

კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია: აჭარა-92, იმერეთი-53, თბილისი-31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია - 7, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა-მთიანეთი-1.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში