აჭარაში covid-19 კიდევ 92 ადამიანს დაუდასტურდა 

21 სექტემბერი 2020, 11:06 1986 ნახვა

დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 92 აჭარაში დაფიქსირდა. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია: აჭარა-92, იმერეთი-53, თბილისი-31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია - 7, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა-მთიანეთი-1.

მარინა ეზუგბაის განცხადებით, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი,  60 წლის ქალი, რომელიც აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი დღეს 40-ით გაიზარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში