თუ კონტაქტირებულ პირს მყისიერად არ უკავშირდებიან, ის ახლო კონტაქტად არ არის განსაზღვრული - ნინო ნიჟარაძე

21 სექტემბერი 2020, 12:51 1742 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი პირი, რომელიც თვლის, რომ არის კონტაქტირებული უნდა იცავდეს 12 დღიან იზოლაციას. ნინო ნიჟარაძის თქმით, თუ პირი არის ახლო კონტაქტი მას უკავშრდებიან მყისიერად, ხდება ბინაზე მათი გატესტვა და ისინი პასუხს ღებულობენ 72 საათში.

მისივე თქმით, თუ ეს არ ხდება, ესე იგი ისინი ახლო კონტაქტებად არ არიან გასაზღვრულნი.

"​მინდა მოსახლეობას მივმართო. ნიმუშის აღებიდან, მომდევნო პერიოდის განმავლობაში ვიდრე არ ექნებათ პასუხი მათ აქვთ იზოლაციის ვალდებულება. თუ ნებისმიერი პირი თვლის, რომ არის კონტაქტირებული პირი, ის უნდა იცავდეს 12 დღიან იზოლაციას. თუ ის არის ახლო კონტაქტი, ჯანდაცვა და შესაბამისი სამსახურები ასეთ პირებს უკავშირდებიან მყისიერად, აძლევენ რეკომენდაციას. ტესტირებისთვის მას ბრიგადა აკითხავს ოჯახში, იღებს ნიმუშს და მომდევნო 72 საათის განმავლობაში აძლევს პასუხს, მაგრამ ხდება მხოლოდ ახლო კონტაქტებთან მიმართებაში. დანარჩენი პირები, რომლებიც თვლიან, რომ არიან კონტაქტის კონტაქტები ესენი ვალდებულნი არიან ნიმუშის აღებიდან, მომდევნო პერიოდში ვიდრე არ ექნებათ პასუხი დაიცვან იზოლაციის წესები.

 

მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ ჩვენი ეპიდსიტუაცია აბსოლუტურად დამოკიდებულია ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე. რაც უფრო ვიქნებით მკაცრები ამ წესების დაცვასთან მიმართებაში. რაც უფრო მეტად დავიცავთ რეკომენდაციებს, ჩვენ შევძელბთ ხვალინდელი დღე გავხადოთ უფრო მეტად მშვიდი.

 

კონტაქტირებული პირები უნდა ისხდნენ და დაელოდონ ეპიდემიოლოგების ზარს. ახლო კონტაქტებთან მოხდება ოჯახში ვიზიტი და ლაბორატორიული ნიმუშის აღება, თუ ეს არ ხდება, ესე იგი ისინი ახლო კონტაქტებად არ არიან გასაზღვრულნი. ლაბორატორიული ნიმუშის ჩაბარებიდან, მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა უნდა იცავდეს იზოლაციის წესს. 

 

უკვე ამოქმედდა ონლაინ კლინიკები, სადაც შესულ ყველა ზარს აძლევენ შესაბამის რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთი პირი, გროვდება ამ პირის შესახებ ინფორმაცია და ექიმი მიუთითებს შემდეგი მოქმედების პრაქტიკას"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, როგორც კი ნებისმიერი ადამიანი დასტურდება ლაბორატორიულად და ამის ინფორმაცია აქვთ ჯანდაცვის სამსახურებს ხდება მათთან დაკავშირება და პირველი 12 საათის განმავლობაში დაუყოვნებლივ ხდება მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკებში.

"გვაქვს შემთხვევები, როცა ერთეული ადამიანები, უსიმპტომოები გადაგვყავს პირდაპირ საკარანტინო სივრცეებში, სადაც ხდება მათი ინფორმაციის მობილიზება და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ეს პირები ყველა გადადის კლინიკებში, შემდგომი კომპიუტერული ტომოგრაფისა და სხვა გამოკვლევებისთვის. 

 

თუ ისაზღვრება, რომ პირი არის მსუბუქი, ნაკლებად გამოხატული სიმპტომებით ან უსიმპტომო ასეთი პირი ბრუნდება საკარანტინო სასტუმროში და გრძელდება შემდგომი მეთვალყურეობა. თუ პირის ირგვლივ რაიმე რისკის  ფაქტორი იკვეთება ის რჩება ჰოსპიტალში"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში