შეხვედრა საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებთან

21 სექტემბერი 2020, 15:02 1167 ნახვა

ამ წუთებში აჭარის მთავრობაში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან. ისინი ხელისუფლებას სესხების გადავადებას, სუბსიდირებას და პროცენტის გაყინვას სთხოვენ. ამ მოთხოვნით მათ არა ერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

ცნობილია, რომ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე დაესწრებიან. საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში