გაერო-ს 75-ე იუბილე

21 სექტემბერი 2020, 19:16 1251 ნახვა

მსოფლიო ლიდერები დღეს გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავს პანდემიის გამო ვირტუალურად აღნიშნავენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, პანდემიამ მსოფლიოს სისუსტეები გამოააშკარავა.

წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეა ნიუ იორკში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების გარეშე ჩაივლის. ქვეყნის პირველი პირები ვიდეომიმართვებს ჩაწერენ, რომელსაც გენერალური ასამბლეის დარბაზში აჩვენებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში