ბიზნესმენზე თავდამსხმელთა სასამართლო

21 სექტემბერი 2020, 20:17 855 ნახვა

ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებულების დაცვის მხარე ამბობს, რომ  ბრალდებას არ ჰქონდა წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტები, ერთადერთი კი, რაც მათ გააჩნდათ დაზარალებულების ჩვენებები იყო, რომლითაც სასამართლოში საკუთარი სიზუსტის და სისწორის დამტკიცება  გაუჭირდებათ მაშინ, როდესაც დაცვის მხარეს ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები და  ჩანაწერები გააჩნია , რომელიც სიმართლეს ამტკიცებს.

საგამოძიებო უწყებაში კი ამბობენ, რომ აქვთ ამოღებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც  წარდგენილი ბრალის სიზუსტეს ადასტურებს. სასამართლო 4 დაკავებულიდან 3-ის პატიმრობის კანონიერებაზე მსჯელობდა და სამივეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა მიესაჯა. ერთი ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა კი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში