შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

22 სექტემბერი 2020, 10:41 1970 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდათ ინფიცირებულებთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე.

შუახევის მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში