ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

22 სექტემბერი 2020, 10:51 1551 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 67  წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

"გარდაცვლილი 67 წლის მამაკაცია. კლინიკაში შესვლისას მისი დიაგნოზი იყო: ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ქონდა ჰემორაგიული ინსულტი.

იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს მოათავსეს.

კორონავირუსით საქართველოში დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ის ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა.

ჯამში კორონავირუსით საქართველოში 22 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში