საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

22 სექტემბერი 2020, 10:57 1879 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3913 -ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. განკურნებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა და 1 574-ს შეადგენს.​

218 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: 137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, თბილისში-47, სამეგრელო ზემო-სვანეთში 6, იმერეთში-26, გურიაში-2.

საავადმყოფოებში მკურნალობის კურსს 16 კრიტიკული პაციენტი გადის.

ქვეყანაში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში