გია გეგუჩაძე ,,დინამო” ბათუმის მწვრთნელად რჩება

22 სექტემბერი 2020, 18:00 1598 ნახვა

"დინამო“ ბათუმის მფლობელმა აჩიკო ბერიძემ, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ზედიზედ სამი წაგებული მატის შემდეგ დღის წესრიგში იდგა ბათუმური კლუბის მწვრთნელის გია გეგუჩაძის გუნდიდან წასვლა დარჩენის საკითხი. თუმცა როგორც კლუბის მფლობელმა განაცხადა გუნდის გაწვრთნას კვლავ გეგუჩაძე გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ კლუბმა ბოლო სამი თამაში წააგო, მათ შორის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრა, ასევე მარცხით დასრულდა ეროვნულ ლიგაში “დინამო თბილისთან“მატჩი, გუნდი დამარცხდა საქართველოს დავით ყიფიანის თასზე, “გაგრასთან“.

ამ ეტაპისთვის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზღვისპირელებს 20 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს ისინი თელავთან 2 ოქტომბერს გამართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში