ექიმთან დაპირისპირების გამო დაკავებულის სასამართლო პროცესი

23 სექტემბერი 2020, 12:03 1653 ნახვა

ამ წუთებში  ბათუმის საქალაქო სასამართლო რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმთან დაპირისპირების გამო დაკავებულის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობს. სხდომა დისტანციურად მიმდინარეობს.

პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით  3 000 ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი  შეთანხმებას ითხოვს ქალაქიდან გაუსვლელობის შესახებ.  

გამოძიების ვერსიით, 20 სექტემბერს გვიან  ღამით სამედიცინო დაწესებულებაში  დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმმა გეგიაძეს კოვიდინფიცირებული ახლობლის ნახვის უფლება არ მისცა.  

ბრალდებულის  უფლებადამცველის ინფორმაციით, დავით გეგიაძე ბრალს არ აღიარებს და პროკურატურის მიერ  დასახელებულ მოტივს ბრალდებულსა და დაზარალებულად ცნობილ ექიმს შორის დაპირისპირების შესახებ  , არასწორს უწოდებს. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში