აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

23 სექტემბერი 2020, 12:08 1288 ნახვა

კორონავირუსი დაუდასტურდა  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ოპერატორს. მისი   ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობის კურსს კოვიდსასტუმროში, რადგან დაავადების მიმდინარეობა უსიმპტომოა. 

ოპერატორი ბოლო რამდენიმე დღეა შვებულებაშია და არხის თანამშრომლებთან კონტაქტი მინიმალური ჰქონდა. მასთან ერთად ინფექცია  დაუდასტურდა ოჯახის ყველა წევრს.  მათ შორის 2 არასრულწლოვანს. ამ შემთხვევაშიც ინფიცირების წყარო უცნობია.  

რაც შეეხება მაუწყებელს, ტელევიზია  არ წყვეტს მაუწყებლობას, ის პირები რომლებსაც  კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან,   უკვე გადავიდნენ  თვითიზოლაციაში, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს პისიარ ტესტირება ჩაუტარდათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში