ექიმის ცემაში ბრალდებული 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

23 სექტემბერი 2020, 15:18 1456 ნახვა

1 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა ბრალდებული, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმთან მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. სასამართლო სხდომა დისტანციურად ჩატარდა. პროკურატურა 3000 ლარიანს გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ თანხა შეამცირა. 

გამოძიების ვერსიით, 20 სექტემბერს გვიან ღამით სამედიცინო დაწესებულებაში  დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმმა დავით გეგიაძეს კოვიდინფიცირებული ახლობლის ნახვის უფლება არ მისცა. 

ბრალდებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაკავებული დაპირისპირების სხვა მოტივზე საუბრობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 11 ნოემბერს ჩაინიშნა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში