ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა

10 ოქტომბერი 2016, 00:00 1946 ნახვა

„პატრიოტთა ალიანსმა" ბარიერი გადალახა - ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,65 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27,12 % მიიღო. „პატრიოტთა ალიანსს” ამ დროის მონაცემებით, ზუსტად 5 %-იანი მხარდაჭერა აქვს. ხმების 4,62 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,13 % „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,55 % კი „რესპუბლიკელებმა“. საქართველოს მასშტაბით სულ 3 702 უბანი იყო გახსნილი. აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარი შედეგებია. ცესკოს არჩევნების საბოლოო და დაზუსტებული მონაცემების გამოსაქვეყნებლად ვადა 27 ოქტომბრამდე აქვს, მეორე ტურების შემთხვევაში კი - 21 ნოემბრამდე.

ამავე კატეგორიაში