ლუკაშენკოს ფარული ინაუგურაცია

23 სექტემბერი 2020, 18:15 1437 ნახვა

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის   ცერემონია მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა რომელსაც მხოლოდ მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ცერემონიის ტრანსლირება არ მომხდარა და მის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა.  არჩევნების   შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. ოპოზიცია  არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. დემონსტრაციები სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში