აჭარაში კორონავირუსი კიდევ 164 ადამიანს დაუდასტურდა 

24 სექტემბერი 2020, 11:03 2479 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 4000-მდე PCR ტესტი ჩატარდა და ვირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

სტაციონარში მკურნალობს 497 პაციენტი, მათ შორის 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული. კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 694 პირი.

გამოჯანმრთელდა და სტაციონარი დატოვა 9 პაციენტმა. უწყების ცნობით, საკარანტინო სივრციდან ბინაზე გაეწერა 38 მოქალაქე. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან რვა პირის მდგომარეობა კრიტიკულია. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია.  

დღეს, 24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში